ბოლო განახლება: 2026 წლის 8 სექტემბერი
Desk Ball („აპლიკაცია“) არის საკლასო ფეხბურთის თამაში. ეს დოკუმენტი მარტივად ხსნის, რა მონაცემები გვჭირდება, რატომ და რამდენ ხანს ვინახავთ. აპლიკაციის დეველოპერია Adamiani (კონტაქტი: [email protected]).
აპლიკაცია შენს მოწყობილობაზე ინახავს: პარამეტრებს (ხმა, მუსიკა, ვიბრაცია, ენა, სირთულე, მართვის რეჟიმი, მასწავლებლის ჩართვა, არჩეული ბურთი) და თამაშის სტატისტიკას (გოლები, მოგებები, მატჩები, საუკეთესო კომბო). ეს ინფორმაცია მხოლოდ შენს მოწყობილობაზეა და აპლიკაციის წაშლისას ქრება.
თუ ონლაინ თამაშს დაიწყებ, იქმნება სტუმრის ანგარიში (შემთხვევითი იდენტიფიკატორი). სერვერზე ინახება:
| მონაცემი | რატომ | რამდენ ხანს |
|---|---|---|
| სტუმრის იდენტიფიკატორი და სესიის ტოკენი | რომ თამაშში დაბრუნებისას იგივე ანგარიში დაგხვდეს | სანამ ანგარიშს არ წაშლი |
| მეტსახელი და ავატარი (შენ ირჩევ) | მოწინააღმდეგემ რომ დაგინახოს | სანამ ანგარიშს არ წაშლი |
| მატჩების შედეგები და რეიტინგი | თამაშის ლოგიკა, ლიდერბორდი | 12 თვე |
| ტექნიკური ჟურნალები (IP მისამართი, დაკავშირების დრო, აპლიკაციის ვერსია) | უსაფრთხოება, ბოროტად გამოყენების აღკვეთა, შეცდომების პოვნა | 30 დღე |
სერვერი განთავსებულია ევროკავშირში (გერმანია). ჩატი და თავისუფალი ტექსტის გაგზავნა აპლიკაციაში არ არის — მხოლოდ წინასწარ განსაზღვრული ემოციები.
თამაში ყველა ასაკისთვისაა. შეგნებულად არ ვაგროვებთ ბავშვის პერსონალურ მონაცემებს. მეტსახელში ნუ ჩაწერ ნამდვილ სახელს, გვარს, სკოლას ან სხვა პირად ინფორმაციას — ის სხვა მოთამაშეებს უჩანთ. თუ მიგვაჩნია, რომ მეტსახელი პირად მონაცემს შეიცავს, გავასუფთავებთ.
აპლიკაცია იყენებს ინტერნეტს (მხოლოდ ონლაინ თამაშისთვის) და ვიბრაციას. კამერაზე, მიკროფონზე, ლოკაციაზე, კონტაქტებზე ან ფაილებზე წვდომას არ ითხოვს.
შეგიძლია მოგვთხოვო შენი მონაცემების ასლი, შესწორება ან სრული წაშლა. მოგვწერე [email protected] — ანგარიშს და მასთან დაკავშირებულ ჩანაწერებს 30 დღეში წავშლით. ოფლაინ მონაცემები აპლიკაციის წაშლით იშლება.
თუ პოლიტიკა შეიცვლება, ამ გვერდზე თარიღს განვაახლებთ და მნიშვნელოვან ცვლილებას აპლიკაციაშიც გაცნობებთ.
Last updated: 8 September 2026
Desk Ball (the “app”) is a desk football game. This page explains, in plain words, what data we need, why, and how long we keep it. The developer is Adamiani (contact: [email protected]).
The app stores your settings (sound, music, vibration, language, difficulty, control mode, teacher on/off, chosen ball) and your stats (goals, wins, matches, best combo) on the device only. Uninstalling the app deletes them.
If you start an online match, a guest account (a random identifier) is created. The server stores:
| Data | Why | Kept for |
|---|---|---|
| Guest id and session token | So you get the same account when you come back | Until you delete the account |
| Nickname and avatar (your choice) | So your opponent can see who they play | Until you delete the account |
| Match results and rating | Game logic and leaderboard | 12 months |
| Technical logs (IP address, connection time, app version) | Security, abuse prevention, debugging | 30 days |
The server is hosted in the European Union (Germany). The app has no free-text chat — only a small set of predefined emoji reactions.
The game is suitable for all ages. We do not knowingly collect personal data from children. Please do not put a real name, surname, school or other personal detail in a nickname — other players can see it. We clear nicknames that appear to contain personal data.
The app uses internet (for online play only) and vibration. It does not request camera, microphone, location, contacts or file access.
You may ask for a copy, a correction or the deletion of your data. Write to [email protected] and we will delete the account and its records within 30 days. Offline data is removed by uninstalling the app.
If this policy changes we will update the date on this page and mention important changes in the app.